2020-2021 სასწავლო წელს საგანმანათლებლო პლატფორმა “ლუპზე” ამოქმედდა დიპლომების გაცემის ახალი წესი.
პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ უკვე ყოველი თვის ბოლოს, მოსწავლეს გადაეცემა კონკრეტული თვის სერტიფიკატი ტონუსების რაოდენობის მიხედვით. იგი იქნება სამი სახის:
26-30 ტონუსი-I ხარისხის სერტიფიკატი;
21-25 ტონუსი-II ხარისხის სერტიფიკატი;
15-20 ტონუსი-III ხარისხის სერტიფიკატი;
სასწავლო წლის ბოლოს, მოსწავლეს გადაეცემა დიპლომი, რომელიც, ასევე, სამი სახის იქნება:
I ხარისხის დიპლომი- მინიმუმ, შვიდი 1-ლი ხარისხის სერტიფიკატი;
II ხარისხის დიპლომი- მინიმუმ, ხუთი 1-ლი ხარისხის სერტიფიკატი;
III ხარისხის დიპლომი- მინიმუმ, სამი 1-ლი ხარისხის სერტიფიკატი;
სიახლეა ტონუსების სისტემასთან დაკავშირებითაც. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე გამოტოვებს დღეს, ამჟამინდელი 7 ტონუსის მაგიერ დააკლდება იმ კონკრეტული დღის 1 ტონუსი. მაგალითად:
თუ მოსწავლეს ხუთშაბათს, რომელიმე საგანში, მაგ.: ქართულში, ჰქონდა 10 ტონუსი, თუ ამ დღეს არ შეასრულა ტესტი და შეასრულა შაბათს, საიტზე შესვლისას, მას დახვდება 8 ტონუსი, თუ შაბათსაც არ შეასრულებს, კვირას-7 და ა.შ.
ასევე, თუკი მოსწავლე 31 დღიანი თვის განმავლობაში მოაგროვებს 24 ტონუსს, შესაბამისად, გამოტოვებს 7 დღეს, მის მიერ მოგროვებულ ტონუსებს გამოაკლდება გაცდენილი რაოდენობა: 24-7=17. მოსწავლის თვის ტონუსი კი 17 იქნება.
თითოეული საგნის სერტიფიკატები და დიპლომები, ტრადიციულად, გაიცემა ინდივიდუალურად, ელექტრონული სახით!
*სერტიფიკატები პროფილში თვის ბოლო დღეს აისახება
*წინა სასწავლო წლებში მოპოვებული დიპლომები პროფილში შენარჩუნდება.
* შესაძლებელი იქნება სერტიფიკატებისა და დიპლომების Pdf ფაილად გადმოწერა და სურვილის შემთხვევაში, ამობეჭდვა.
“ლუპის” გუნდი წარმატებას უსურვებს თითოეულ მონაწილეს!