ლუპის მომხმარებლებს გთავაზობთ ტესტების ნახვის დეტალურ ინსტრუქციას!
1. პირველ რიგში, მთავარ გვერდზე შესვლის შემდგომ დავაკლიკებთ ღილაკს "სავარჯიშოები" და გადავალთ მთავარ მენიუში.
2. აღნიშნულ გვერდზე წარმოდგენილია 3 ძირითადი და 3 დამატებითი საგანი. ესენია:
ქართული ენა და ლიტერატურა;
მათემატიკა;
ინგლისური ენა;
ფინანსური განათლება;
ლიტერატურული ტესტები;
შემეცნებითი ტესტები;
და, ასევე, თამაში "შერკინება".
3. სასურველი საგნის, მაგალითად, ქართული ენის არჩევის შემდგომ, ჩვენ ვხვდებით ამ საგნის რუკაზე.
რუკაზე, როგორც ვხედავთ, დატანილია პატარა ბურთულები. მათგან ზოგი შავია, ზოგი-მუქი მწვანე.
თითოეული ბურთულა აღნიშნავს თითო სასწავლო კვირას და იხსნება ყოველ ორშაბათს. მწვანე ბურთულები უკვე გახსნილი კვირებია, ხოლო შავი ბურთულები კი-სამომავლოდ გასახსნელი. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მათგანს აწერია თავისი გახსნის თარიღი.
4. თავის მხრივ, პატარა ბურთულების შიგნით გაერთიანებულია 5 დღის მისია: ორშაბათის მისია, სამშაბათის მისია, ოთხშაბათის მისია, ხუთშაბათის მისია და პარასკევის მისია.
თითოეული მისი იხსნება თავის შესაბამის დღეს.
პარასკევის მისიის შესასრულებლად საჭიროა კონკრეტული ბურთულის ყველა წინა დღის მისიის შესრულება!
პირველი ბურთულის შემთხვევაში, თუ მოსწავლემ ტესტის გაკეთება მოისურვა ოთხშაბათს, მისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა წინა გახსნილი დღის მისია, ხოლო თუ ტესტის გაკეთება მოისურვა ორშაბათს, მისთვის გახსნილი იქნება მხოლოდ ორშაბათის მისია.
იგივე შემთხვევაში, მაგრამ მაგალითად, მე-3 ბურთულის გახსნის დროს, ხელმისაწვდომი იქნება წინა 2 ბურთულის ტესტებიც.
5. ასევე, არსებობს "სავარჯიშო ტესტი", რომელიც გამოიყენება დამატებით და შაბათ-კვირას სამეცადინოდ.
აღნიშნული წესები იდენტურია სამივე ძირითადი საგნის შემთხვევაში!
გარდა ამ საგნებისა, გთავაზობთ დამატებით სამი საგნის ტესტებს. ესენია: ფინანსური განათლება, ლიტერატურული ტესტები, შემეცნებითი ტესტები.
1. ფინანსური განათლება.
ფინანსური განათლება აერთიანებს 4 სხვადასხვა თემას და მათ შესაბამის ტესტურ დავალებებს. მოსწავლეს ტესტების ჩატვირთვა შეეძლება ბურთულაზე დაწკაპების შემდგომ.
ასევე, ტესტირების გვერდზე მოცემულია ველი "ეს საინტერესოა", რომელზე დაკლიკების შემდგომ მოსწავლეს მიეწოდება შესაბამისი თემის თეორიული მასალა.
2. ლიტერატურული ტესტები
სასურველ წიგნზე დაკლიკების შემდგომ მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება ნახოს ნაწყვეტი ამავე წიგნიდან და, ასევე, ტესტური დავალებები, რომლებიც ტექსტის გააზრების უნარის ფორმირებაზეა ორიენტირებული.
3. შემეცნებითი ტესტები
შემეცნებითი ტესტები აერთიანებს 8 სხვადასხვა კატეგორიას. სასურველი კატეგორიის არჩევით, მოსწავლეს შეეძლება მისი ტესტების გაკეთება.
ტესტების რაოდენობრივი განაწილება განსხვავებულია უფასო და პრემიუმ პაკეტის შემთხევაში. დეტალურად იხილეთ აქ: https://lupi.ge/blogs/16
"ლუპის" გუნდი წარმატებებს გისურვებთ! <3