რეიტინგის ახალი სისტემა ლუპში

რეიტინგის ახალი სისტემა ლუპში

1-ლი აპრილიდან ლუპში რეიტინგის ახალი სისტემა ამოქმედდა. ქულები დაითვლება ახალი პრინციპით, რაც აპლიკაციის მოხმარებას კიდევ უფრო სახალისოსა და საინტერესოს გახდის.


ლუპში მომხმარებლებისთვის მოქმედებს სამი სხვადასხვა რეიტინგი:

1. კვირის რეიტინგი

2. თვის რეიტინგი

3. წლის რეიტინგი


კვირის რეიტინგის ქულა იწერება იმ კვირაში არსებული ტონუსის გამრავლებით ათზე. მაგალითად, თუკი მოსწავლე ყოველდღიურად აკეთებს ტესტებს, მისი ქულა ორშაბათს იქნება 10, სამშაბათს-20, ოთხშაბათს-30 და ა.შ.

ამავე პრინციპით გამოითვლება თვისა და წლის რეიტინგი. თვის რეიტინგი (მაქსიმუმ) 30*10, წლის რეიტინგი: (მაქსიმუმ) 365*100. პირველი ქვიზის შემდგომ დაწერილი ყოველი ტესტი შეფასდება 10 ქულით.


იმედი გვაქვს, ეს სიახლეები დამატებით სტიმულს შეუქმნის მომხმარებლებს ლუპის აქტიურად გამოყენებისთვის. ჩვენ კი ველით თქვენს რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს ახალ რეიტინგთან და, ზოგადად, ლუპთან დაკავშირებით.


პატივისცემით, “ლუპის” გუნდი.