გასულ კვირაში ლუპზე 3000-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა.
წუხელ ვესაუბრეთ ლუპის ერთ-ერთ ახლადდარეგისტრირებულ მომხმარებელს - კომაროველ ნიკოლოზ ჩაჩანიძეს.
- ნიკოლოზ, გაგვეცანი და მოკლედ მოგვიყევი შენზე.
გამარჯობა, მე ვარ ნიკოლოზ ჩაჩანიძე, ვცხოვრობ თბილისში. ვსწავლობ ვლადიმირ კომაროვის სახელობის N199 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში. თავისუფალ დროს მიყვარს ფეხბურთის და კალათბურთის თამაში.
- ვირუსის პერიოდში როგორ შეიცვალა შენი დღის რეჟიმი?
თითქმის საერთოდ არ შეცვლილა. სკოლაში აღარ დავდივარ - ერთი ეგ შეიცვალა.
- სკოლის მასწავლებლები გიტარებენ გაკვეთილებს?
კი, აბსოლუტურად ყველა. რა ცხრილითაც მქონდა აქამდე გაკვეთილები, ზუსტად ისე მიტარდება ახლაც.
- რამდენი ხანია, რაც ლუპს იყენებ სამეცადინოდ?
5 დღის წინ დავრეგისტრირდი. თავიდან მხოლოდ ინგლისურის ტესტებს არ ვაკეთებდი. ახლა ქართულსაც, მათემატიკასაც და ინგლისურსაც ყოველდღე ვმეცადინეობ.
- რა მოგწონს ლუპში ყველაზე მეტად?
ყველაზე მეტად მომწონს, რომ შეუზღუდავად შემიძლია ტესტების კეთება და მეცადინეობა დღეში მარტო ერთი ტესტით არ შემოიფარგლება. ასევე, თამაშის ელემენტებიც ძალიან მომწონს.
- ლუპის გარდა კიდევ რამე სხვა საიტს ან პლატფორმას იყენებ სამეცადინოდ?
არა. მხოლოდ სკოლის ვიდეოგაკვეთილებს ვესწრები და ლუპის ტესტებს ვაკეთებ.
- სკოლაში სიარული გირჩევნია, თუ სახლიდან სწავლა?
სკოლაში სიარული. სკოლაში ხალხთან ერთად უფრო მიადვილდება სწავლა ვიდრე ასე ტელეფონით და ინტერნეტით.
შეგახსენებთ, რომ
2019-2020 სასწავლო წლის დასრულებამდე ლუპის პრემიუმ პაკეტი ყველა მოსწავლეს გადაეცემა უფასოდ.
პაკეტის გასააქტიურებლად დააჭირეთ აქ
იხილეთ ასევე - და მართლა, რა არის ლუპი?